Saturday, May 25, 2019



სოციალური პროექტის გეგმა



პროექტის სახელწოდება   ,,საახალწლო ზღაპარი"

პროექტის შინაარსი და აქტუალურობა
მშობლები ნაკლებად ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, მხოლოდ მაშინ მოდიან სკოლაში,როცა მშობელთა კრებაზე არიან დაბარებული, ზოგიერთი არც მშობელთა კრებაზეც არ მოდის შვილის დაბალი აკადემიური მოსწრების გამო.
  ჩემი მიზანია დავანახო მშობელს შვილის სხვა უნარები (მუსიკალური,     თეატრალური და ა.შ), შევცვალო მათი დამოკიდებულება შვილების  და სკოლის     მიმართ, ასევე სასკოლო  ცხოვრება გავხადო მრავალფეროვანი და საინტერესო, ავაგო  სხვა ურთიერთობები მოსწავლეებთან საგაკვეთილო პროცესების მიღმა.

საფეხური/კლასი

საბაზო და საშუალო

პროექტის განხორციელების დრო

29.11.2018-29..12.2018

პროექტის სასწავლო მიზნები

პროექტის მიზანი -სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება, შემოქმედებითი უნარის განვითარებაწინა საახალწლო განწყობილების შექმნათნამშრომლობითი  კულტურის ამაღლება.მშობელთა ჩართულობის გაზრდა სასკოლო ცხოვრებაში.

მოსალოდნელი შედეგები

გაიზრდება მოსწავლეთა მოტივაცია  და მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაშისასკოლო  ცხოვრება გახდება მრავალფეროვანი და საინტერესო, უკეთესობისკენ შეიცვლება დამოკიდებულება სკოლასა და მშობელს შორის, მოსწავლეებსა და პედაგოგებს შორის. მოსწავლეებს განუვითარდებათ თნამშრომლობითი უნარებიგამოუმუშავდებათ ხელოვნებისა და კულტურის  აღქმის უნარი,  ჩამოუყალიბდებათ პრაქტიკული ჩვევები ,რომლებიც მათი შემოქმედებითი უნარების გახსანას და ამოქმედებას ემსახურება -სიმღერა,თეატრალური იმპროვიზაცია,ცეკვა..

პროექტის განხორციელების რისკები:

კონცერტის მიმდინარეობისას ელექტროენერგიის გათიშვა;
მშობლების ნაკლები მხარდაჭერა ორგანიზაციულ საკითხებში;

რისკების თავიდან აცილების გზები: ცხელ ხაზზე დარეკვით ენერგოპროჯორჯიასთან ელექტროენერგიის არგათიშვასთან დაკავშირებით მოლაპარაკება;
მშობლებთან შეხვედრა მოსწავლეების ფორმებთან დაკავშირებით და მათი აზრისა და შესაძლებლობების გათვალისწინება;
აქტივობები:

·         სკოლის დირექციასთან შეხვედრა და მათი  დაინტერესება პროექტით , დისკუსია თემაზე ,,საახალწლო ზღაპარი

·         პროექტის იდეის განხილვა და სამომავლო  აქტივობების დაგეგმვა,პასუხისმგებელი და დაინტერესებული პირების გამოკვეთა

·         მშობლებთან შეხვედრა  და მათი აქტიური ჩართვა შემომედებით პროცესში

·         მოსწავლეების შერჩევა საახალწლო ღონისძიებისთვის

·         მოსწავლეთათვის პროექტის  თემის აქტუალობისა და მიზნების გაცნობა.

·         მოსწავლეებზე დავალებების მიცემა

·         სიმღერის და ცეკვის შერჩევა

·         შერჩეული სიმღერის დამუშავებაცეკვის ილეთების შესწავლა

·         სკოლის დარბაზის მოწყობა

·         ღონისძიება - ,,საახალწლო  ზღაპარი''



პროექტის მონიტორინგი

საპროექტო აქტივობები
ვადა
 შედეგი
საჭირო რესურსი
პასუხისმგებელი პირი
სკოლის დირექციასთან შეხვედრა და მათი  დაინტერესება პროექტით , დისკუსია თემაზე ,,საახალწლო ზეიმი"
29. 11     
შედგა შეხვედრა დირექციასთან,პროექტი   მოწონებულიქნა
მოსწავლეებისაკლასო ოთახისკოლის დირექცია
პედაგოგიინგა თირქია
პროექტის იდეის განხილვა და სამომავლო აქტივობების დაგეგმვა 
3.12
გავაცანი პროექტის იდეა  მოსწავლეებს, ცეკვის და მუსიკის მასწავლებელს, კლასის დამრიგებლებს
მოსწავლეები,კლასის ხელმძღვანელები, ცეკვის და მუსიკის პედაგოგები

პედაგოგი,მოსწავლეები
მშობლებთან შეხვედრა  და მათი აქტიური ჩართვა შემოქმედებით პროცესში 
4.12
მქონდა შეხვედრა მშობლებთან
მშობლები,საკლასო ოთახი 
პედაგოგი,
მშობლები
მოსწავლეების შერჩევა საახალწლო ღონისძიებისთვის
5.12
 
შეირჩა მოსწავლეთა ჯგუფი
მოსწავლეები
პედაგოგიმოსწავლეები
მოსწავლეთათვის პროექტის  თემის აქტუალობისა და მიზნების გაცნობა.
6.12
მოეწყო მოსწავლეთა ჯგუფთან პირველი შეხვედრა.
მოსწავლეები
პედაგოგიმოსწავლეები
მოსწავლეთათვის დავალებების განაწილება
7.12
მეორე შეხვედრაზე მოხდა ღონისძიებისთვის საჭირო რეკვიზიტების შექმნა ,სიმღერების და ცეკვების არჩვა, თეატრალური ნომრების შერჩევა 
მასწავლებელი,მოსწავლეები,აუდიო და ვიდეო მასალა.
პედაგოგი მოსწავლეები 
სიმღერის,ცეკვის და თეატრალური ნომრებისათვის როლების მორგება მოსწავლეებზე
10.12
გადანაწილდა მოსწავლეებს შორის როლები და შედგა ცეკვის და სიმღერის ჯგუფები
მოსწავლეები,მასწავლებელი,სკოლის დარბაზი,ადიო მასალა,
პედაგოგიმოსწავლეები 
შერჩეული სიმღერის დამუშავებაცეკვის ილეთების შესწავლა
11.12-28.12
 რეპეტიციები
მასწავლებელიმოსწავლეებიაუდიო მასალაინსტრუმენტები,სკოლის დარბაზი
პედაგოგი 
სკოლის დარბაზის მოწყობა
27.12
დიზაინის შერჩევადეკორაციების შექმნა დარბაზის ერთობლივად მორთვა
მოსწავლეები,მასწავლებელი  ფერადი ლენტები ბუშტები
პედაგოგი
ღონისძიება - ,,საახალწლო ზღაპარი'' 
29.12

მოსწავლეები, მაწავლებლები,აუდიო   მასალა
პედაგოგი

 რეფლექსია

 პროექტი წარიმართა გეგმის მიხედვით, ყველა აქტივობა მიმართული იყო მიზნის მისაღწევად, აქტივობების დამატება და მოდიფიცირება არ დამჭირვებია, მაგრამ ზოგიერთი მოსწავლის ავადმყოფობის გამო მოხდა ჩანაცვლება სხვა მოსწავლით,რომლის შერჩევა არ იყო ადვილი. მსგავსი პროექტების განხორციელებისას გავითვალისწინებ მსგავს რისკფაქტორებს.
 ყველაზე წარმატებული კომპონენტი იყო ურთიერთობა ჩემსა და მოსწავლეებს შორის და კონცერტის შემდეგ მშობლების მადლიერების და შვილებით აღფრთოვანების ემოციები.
   ამ პროექტის განხორციელების შედეგად მოხდა სასკოლო თემის ყველა რგოლს შორის კეთილგანწყობილი დამოკიდებულებების განმტკიცება და მზაობა შემდგომი თანამშრომლობისათვის. მივიღეთ დაინტერესებული მშობელიმოტივირებული მოსწავლეები.მოსწავლეებს განუვითარდათ თნამშრომლობითი უნარებიგამოუმუშავდათ  ხელოვნებისა და კულტურის  აღქმის უნარი,  ჩამოუყალიბდათ პრაქტიკული ჩვევები ,რომლებიც მათი შემოქმედებითი უნარების გახსანას და ამოქმედებას ემსახურება.

 სოციალური პროექტი მუსიკაში  -  ,,მოვიარე საქართველო''

    სოციალური პროექტი
პროეტის სახელწოდება : ,,მოვიარე საქართველო“

პროეექტის შინაარსი და აქტუალობა :
     ჩვენი სკოლის უმრავლესობას აზერბაიჯანლი ბავშვები შეადგენენ, ქართველ და აზერბაიჯანელ ბავშვებთან ერთად ასევე სწავლობენ სხვა უმცირესობებიც:სომხები,ოსები,რუსები, და ასირიელები. მიუხედავად იმისა რომ სკოლაში ისწავლება საგანი-მუსიკა,მაინც არსებობს პრობლემა იმის შესახებ რომ ,მოსწავლეებმა არ იციან იმ ქვეყნის მუსიკალური კულტურა ,სადაც ისინი ცხოვრობენ .

    პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები ხელს შეუწყობს მოსწავლეებს გაეცნონ საართველოს კუთხეების მუსიკალურ საკრავებს,შემსრულებლებს,ასევე მოირგებენ ეროვნულ სამოსს,შეასრულებენ ამა თუ იმ კუთხის ცეკვას ,სიმღერას.
საფეხური/კლასი
საბაზო და საშუალო

პროექტის განხორციელების დრო:
15.03.2019 -16.03.2019

პროეტის სასწავლო მიზნები:

პროექტის მიზანი:
მოსწავლეების დაინტერესება ქართული ფოლკლორით ; სასკოლო თმის ყველა რგოლს შორის კეთილგანწყობილი დამოკიდებულებების განმტკიცება

მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეებს განუვითარდებათ მუსიკის მოსმენის კულტურა,გაეცნობიან მუსიკოს შემსრულებლებს,შეისწავლიან ამა თუ იმ კუთხის სიმღერებს და ცეკვებს,გაეცნობიან საკრავებს,შევძლებთ სასკოლო თემის ყველა რგოლს შორის კეთილგანწყობილი დამოკიდებულებების განვითარებას.

პროექტის განხორციელების რისკები:
კონცერტის მიმდინარეობისას ელექტროენერგიის გათიშვა;
მშობლების ნაკლები მხარდაჭერა ორგანიზაციულ საკითხებში.

რისკების თავიდან აცილების გზები:
ცხელ ხაზზე დარეკვით ენერგოპროჯორჯიასთან ელექტროენერგიის არგათიშვასთან დალაპარაკებით მოლაპარაკება;
მშობლებთან შეხვედრა მოსწავლეების ფორმებთნ დაკავშირებით და მათი აზრის და შესაძლებლობების გათვალისწინება;

                                                 აქტივობები:
  სკოლის დირექციასთან შეხვედრა და მათი დაინტერესება,დისკუსია თემაზე ,,ქართული ფოლკლორი“


·         მშობლებთან შეხვედრა და მათი აქტიური ჩართვა     შემოქმედებით პროცესში.


·         პროექტის იდეის განხილვა და სამომავლო აქტივობების დაგეგმვა,პასუხისმგებელი და დაინტერესებული პირების გამოკვეთა


·         მოსწავლეების გადანაწილება ჯგუფებში ,სასურველი კუთხის მუსიკალური კულტურის არჩევა


·         კვლევა ძიების პროცესი,ანსამბლებთან შეხვედრა,ფოტო და ვიდეო მასალის შეგროვება.


·         მოძიებული ინფორმაციის დახარისხება.


·         სასურველი სიმღერის და ცეკვის შერჩევა (ამა თუ იმ კუთხის ფოლკლორის წარმოსაჩენად)


·         მოსწავლეების შერჩევა სიმღერებისთვის და ცეკვებისთვის


·         შერჩეული სიმღერის დამუშავება,ცეკვის ილეთების შესწავლა.


·         სარეკლამო ბროშურების დამზადება


·         სარეკლამო  ბროშურების დარიგება სკოლაში და თემში.


·         პროექტის ბოლოს პრეზენტირება პროექტის-,,მოვიარე საქართველო“






პროექტის მონიტორინგი

საპროექტო აქტივობები
ვადა
მოსალოდნელი შედეგი
საჭირო რესურსი
პასუხისმგებელი პირი
მოხდა სკოლის დირექციასთან შეხვედრა, მათი პრობლემით დაინტერესება, გაიმართა დისკუსია თემაზე ,,ქართული ფოლკლორი’’

15. 02





პროექტის  განხორციელებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ და მატერიალურ საკითხებში მხარდაჭერა
მოსწავლეები
საკლასო ოთახი
სკოლის დირექცია
პედაგოგი
ინგა თირქია
მოეწყო  მშობლებთან შეხვედრა .მოხდა მათი აქტიური ჩართვა შემოქმედებით პროცესში.

25.02
მშობლები დაინტერესება და მხარდაჭერა.
მშობლები,მასწავლებელი საკლასო ოთახი.
პედაგოგი,
მშობლები
მოსწავლეები  გაეცნენ , განიხილეს  პროექტის იდეა, დაგეგმეს სამომავლო აქტივობები.

26.02
მოსწავლეების დაინტერესება და აქტიური ჩართვა
მშობლები,საკლასო ოთახი

პედაგოგი,
მშობლები
მოხდა მოსწავლეების გადანაწილება ჯგუფებში,
მოსწავლეებმა  აირჩიეს ის კუთხეები რომელის შესახებაც დაამუშავებენ ინფორმაციას.

28.02

ჯგუფების დაკომპლექტება,  მოსწავლეების დაინტერესება თითოეული კუთხის ფოლკლორისადმიდა   მათ მიერ სასურველ კუთხის არჩევა,რომლის შესახებაც მოამზადებენ პრეზენტაციას
მოსწავლეები,საკლასო ოთახი,პროექტორი ,კომპიუტერი,პოვერპოინტში მომზადებული მასალა
პედაგოგი
მოსწავლეები
მოსწავლეები ჩერთვნენ კვლევა ძიების  პროცესში,შეხვდნენ ანსამბლ ,,ლილეს’’ გადაიღეს ფოტოები,ჩაწერეს მათთან ინტერვიუ.
4.03
მოსწავლეები ჩართულობა  კვლევა- ძიების პროცესში.
შეხვედრა სოფ. ციხისძირის კულტურის სახლთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ -,,ლილე’’-ს ხელმძღვანელთან.
მოსწავლეები,დამხმარე სახელმძღვანელო,
კომპიუტერი,მცხეთის რაიონ სოფ.ციხისძირის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი,,ლილე’’ ,ფოტო აპარატი.
პედაგოგი
მოსწავლეები
მოსწავლეებმა დაახარისხეს მოძიებული ინფორმაცია

5.03
მოძიებული ინფორმაციის გაანალიზება
პროექტორი,
პედაგოგი მოსწავლეები
მოსწავლეებმა აარჩიეს სასურველი ცეკვა და სიმღერა.
6.03
შეარჩევა იმ  ცეკებს და სიმღერებს, რომლს შესრულებაც სურთ ღონიძიებაზე.

მასწავლებელი,მოსწავლეები,აუდიო და ვიდეო მასალა.
ცეკვის პედაგოგი.
პედაგოგი მოსწავლეები

მოსწავეელმა ცეკვის და მუსიკის მასწავლებლებთნ ერთდ დაიწყეს შერჩეული სიმღერების და ცეკვების დამუშვება 
26.03
 ქართულ-ხალხური ცეკვის და სიმღერის შესწავლა და შემდგომ წარადგენა ღონისძიებაზე.
მოსწავლეები,მასწავლებელი,სკოლის დარბაზი,ადიო მასალა,ქართული ხალხური ინსტრუმენტები,ცეკვის პედაგოგი.
პედაგოგი
მოსწავლეები

მოხდა სარეკლამო ბროშურების დამზადება.
10.04
 სარეკლამო ბროშურებ შექმნა.
ფერადი ფურცლები ,ისტის ოთხი,ისტის პედაგოგი.
მოსწავლეები მასსწავლებელი
მოსწავლეებმა თემში და სკოლის საზოგადოებაში დაარიგეს ბროშურები.
11.04
მოსწავლეები  მიერ დამზადებული სარეკლამო ბროშურებით , სასკოლო თემისთვის ინფორმაციის მიწოდება ქართული ფოლკლორის შესახებ .
მოსწავლეები,მოსწავლეების მიერ დამზადებული ბროშურები.

პროექტის ბოლოს მოხდა პროექტის ,,მოვიარე საქართველო“ს პრეზენტირება . მოეწყო კონცერტი.
16.04
პროექტის შედეგის ანალიზი
საინიციატივო ჯგ.დირექცია მშობლები,პროექტორი ,კომპიუტერი,ნაციონალური ფორმა,ინსტრუმენტები,მიკროფონი.

პედაგოგი







რეფლექსია
     პროექტი წარიმართა გეგმის მიხედვით ,ჩემს მიერ დაგეგმილი აქტივობები განხორციელდა გეგმის შესაბამისად, რომელიც მიზნის მისაღწევად იყო მიმართული. იყო პრობლემებიც, ზოგიერთი მოსწავლის ავადმყოფობის გამო მოხდა სხვა მოსწავლით ანაცვლება , აგრეთვე სხვადასხვა კუთხის ნაციონალური ტანსაცმელის შოვნა გაუჭირდათ მოსწავლეებს, ამ პრობლემის მოსაგვარებლად დაგვჭირდა ჩვენი სკოლის ახლომდებარე სკოლებთან არსებული ფოლკლორული ანსამბლების  დახმარება.
    ყველაზე წარმატებული კომპონენტი იყო მშობლებთან  და მოსწავლეებთან თანამშრომლობითი  ურთიერთობა. მშობლების მადლიერების და შვილებით აღფრთოვანების ემოციები.
     ამ პროექტის განხორციელების შედეგად მოხდა სასკოლო თემის ყველა რგოლს შორის კეთილგანწყობილი დამოკიდებულებების განმტკიცება და მზაობა შემდგომი თანამშრომლობისათვისმივიღეთ დაინტერესებული მშობელიმოტივირებული მოსწავლეებიმოსწავლეებს განუვითარდათ თანამშრომლობითი უნარებიგამოუმუშავდათ  ხელოვნებისა და კულტურის  აღქმის უნარიგაუღრმავდათ  ქართული ფოლკლორის მიმართ ინტერესი , ჩამოუყალიბდათ პრაქტიკული ჩვევები ,რომლებიც მათი შემოქმედებითი უნარების გახსანას და ამოქმედებას ემსახურება.



Friday, May 24, 2019

 ინტელექტ-კლუბის მეთექვსმეტე თამაში


24.05.2019


,,მსოფლიოს საოცრებები''

დღევანდელი თამაშის თემა  ძირითადად იყო ,,მსოფლიოს 7 საოცრება''მაგრამ კითხვები თანამედროვე საოცრებებსაც შეეხო :)




























               მუსიკის რესურსები ეს რესურსები ძალიან კარგად მუშაობს ონლაინ სწავლების დროს :) 1) ,,მუსიკალური გამოფენა''-- https://sw...