გაკვეთილის გეგმები მუსიკაში



გაკვეთილის გეგმა -1


მასწავლებლის სახელი, გვარი: ინგა თირქია

პირადი ნომერი:---------

საგანი:მუსიკა

სწავლების საფეხური/კლასი: V

მოსწავლეთა რაოდენობა :
 18  /არცერთი მოსწავლე არ საჭიროებს სპეციალურ მიდგომას

გაკვეთილის თემა:
  სერგეი პროკოფიევის სიმფონიური ზღაპარი,,პეტია და მგელი"

გაკვეთილის მიზანი:
    მოსწავლეებმა შეძლონ მაჟორულ და მინორულ კილოებთან კავშირში ზღაპრის პერსონაჟების დახასიათება და მუსიკალური ინსტრუმენტების ჟღერადობის ზღაპრის გმირებთან დაკავშირება.

უნარები:  
  განუვითარდებათ შმოქმედებითი (მოსმენის, აღქმის და გადმოცემის)უნარი.

დამოკიდებულებები:
   მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ მუსიკის მოსმენის უნარი, გამოუმუშავდებათ პრაქტიკული ჩვევები რომლებიც მათი შემოქმედებითი უნარის გახსნას და ამოქმედებას ემსახურება.

გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:-
    გაკვეთილის გეგმა გამომდინარეობს მუსიკის 5 კლასის საგნობრივი პროგრამიდან, მისაღწევი შედეგები გამომდინარეობს გაკვეთილის მიზნიდან. გაკვეთილის სასწავლო მიზანი შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამის შედეგებსა და ინდიკატორებს.თემა სრულიად შეესაბამება კალენდარულ გეგმას.




აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები (დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით
დრო (წთ.)
აქტივობა#1   
შესავალი
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
გაკვეთილის თემის,მიზნის და შეფასების კრიტერიუმის გაცნობა

მოსწავლების განწყობის შესაქმნელად გაკვეთილს ვიწყებთ რიტმულ-ინსტრუმენტული სავარჯიშოთი
ორფის მეთოდო
მთელ კლასთან
ფორმატზე დაწერილი მიზნები შეფასების რუბრიკები და კრიტერიუმები.

შეფასების რუბრიკები და კრიტერიუმები შესაბამისობაშია  ე.ს.გ მისაღწევ შედეგებთან.

აქტივობა#2
წინასწარ
წინარე ცოდნის გააქტიურება
Ø  თუ შეგიქმნიათ რამე თქვენი ფანტაზიით?

Ø   იქნებ ზღაპარი დაგიწერიათ?

Ø  როგორი სამყაროა აღწერილი ზღაპარში რეალური თუ წარმოსახვითი?

Ø  რატომ ფიქრობთ ასე?

Ø   შეიძლება ზღაპარი გადმოვცეთ მუსიკით?

Ø  ვინ ქმნის მუსიკას?

Ø  თქვენ რომ კომპოზიტორი იყოთ როგორი ხასიათის მუსიკით,როგორი მუსიკლაური კილოთი დაახასიათებდით დადებით და უარყოფით პერსონაჟებს?

კითხვა პასუხი

მთელ კლასთან
ასოციაციური რუკა ; წინასწარ მომზადებული კითხვები .

ეს რესურსი მოსწავლეებს ეხმარება წინარე ცოდნის გააქტიურებაში


აქტივობა#3
განმავლობაში
 ( ახალი მასალის მიწოდება)
ახალი თეორიული
მასალის გადაცემა
თემაზე - ს.პროკოფიევის სიმფონიური ზღაპარი ,,პეტია და მგელი’’
-ჩვენ დღეს გავეცნობით მუსიკის ენით მოყოლილ ზღაპარს, რომელსაც მუსიკალური ინსტრუმენტები თავიანთი ტემბრით, დაძაბული,  იდუმალი და ჰაეროვანი ბგერებით მოგვითხრობენ .
ეს არის რუსი კომპოზიტორის სერგეი პროკოფიევის სიმფონიური ზრაპარი ,,პეტია და მგელი" მისი პერსონჟები არიან: პეტია,მგელი,ბაბუა,იხვი,კატა,ჩიტი.ყველა ამ პერსონაჟს კომპოზიტორი ცალკეული მუსიკალური ინსტრუმენტით ახასიათებს .აღსანისნავია ის ფაქტიც რომ პროკოფიევმა საგანგებოდ ბავშვებისთვის დაწერა ზღაპრის შინაარსიც რათა უფრო საინტერესო ყოფილიყო სიმფონიურ ზღაპრის  მოსმენა და პატარებს შეჰყვარებოდათ კლასიკური მუსიკა.


მასწავლებელი  მოსწავლეებს აჩვენებს მულტიპილიკაციურ ფილმს.



სახელმძღვანელო, პროექტორი, ინტერნეტი,აუდიო მასალა-სერგეი პროკოფიევის სიმფონიური ზღაპარი ,,პეტია და მგელი’’ნაწყვეტი
https://www.youtube.com/watch?v=ctsWdUaHsHM

მულტიპლიკაციური ფილმის ჩვენება-https://www.youtube.com/watch?v=rGixA8iYOW8


ამ რესურსით მოსწავლეებს უნვითარდებათ სმენის, მუსიკის შეგრძნების უნარ-ჩვევები და ხელს შეუწყობს მოსწავლეების მოტივაციის შენარჩუნებას.

აქტივობა#4
ფილმის ჩვენების შემდეგ მსაწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს: რომელი პერსონაჟები არიან ზღაპარში?
დაფაზე ვაკრავ თითოეული  ზრაპრის პერსონაჟის სურათს, მოსწავლეებს ვთხოვ თითოეულ ზღაპრის პერსონაჟს  მიუსადაგონ შესაბამისი ინსტრუმენტის სურათი.

ევრისტიკული
მეთოდი
ინდივიდუალური

ეს აქტივობა მოსწავლეებს დაეხმრება ამოცანის ეტაპობრივ გადაწყვეტაში ამ აქტივობით მოსწავლეები შეძლებენ დააფიქსირონ ვიზუალური კავშირები. 


აქტივობა#5
შეჯამება რეფლექსია:
ვსვსამ კითხვებს:


Ø  როგორ მოგეწონათ კომპოზიტორის ჩანაფიქრი?

Ø   როგორ ფიქრობთ სწორად არის შერჩეული მუსიკალური ინსტრუმენტების ჟღრერადობები ზრაპრის გმირებთან?

Ø  როგორი მუსიკალური კილოთი ყავს წარმოდგენილი კომპოზიტორს ზღაპრის გმირები?

Ø  რომელი პერსონაჟია დახასიაებული მაჟორულ და მინორულ კილოთი?



კითხვა პასუხი
მთელ კლასთნ
ეს რესურსი მოსწავლეებს/მასწავლებელს დაეხმარება გაკვეთილის შეჯამებაში, თუ როგორ შეძლეს მოსწავლეებმა ახალი მასალის ათვისება

აქტივობა#5
გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი მოსწავლეებს დაურიგებს ფერად ფურცლებს და და სთხოვს დაწერონ:
Ø  რა გაიგეთ ახალი დღევანდელი გაკვეთილიდან

Ø  რა იყო საინტერესო თქვენთვის

უკუკავშირი
მთელ კლასთნ
ბარათბი კითხვარებით.
ეს  რესურსი ეხმარება მასწავლებელს მომავალი გაკვეთილის დასაგეგმად.

აქტივობა#6
საშინაო დავალება
დემონსტრირების მეთოდი
მთელ კლასთან
სერგეი პროკოფიევინაწარმოებიდან,, პეტია და მგელი’’ მოუსმინონ სიმფონიურ ზღაპარს თვიდან ბოლომდე და გადმოსცენ მუსიკით მიღებული  შთაბეჭდილება ნახატით.

ეს რესურსი ეხმარება მასწავლებელს, მოსწავლეებს მისცეს არჩევანის უფლება უნარებისა და შესაძლებლობების შესაბამისად

აქტივობა#7
შეფასება
ვერბალური
ინდივიდუალური
შეფასების სქემა ,,საკლასო აქტივობა’’
ეს რესურსი,
განსაზღვრავს  მოსწავლის მიერ შეძენილი ცოდნის ხარისხს.


                      გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მუს.დაწყ.(II).4. ხმოვანი გზავნილის ემოციურ- შინაარსობრივი დატვირთვის შეგრძნება და რეალურ თუ წარმოსახვით სამყაროსთან ასოციაციური კავშირების გაბმა

მუს.დაწყ.(II).5. დრამისა და მუსიკის ელემენტების ურთიერთკავშირების ამოცნოიბა.

შედეგი თვალსაჩინოა თუ:
შეიგრძნობს ხმოვანი გზავნილის ემოციურ -შინაარსობრივ დატვირთვას და გააბამს რეალურ თუ წარმოსახვით სამყაროსთნ ასოციაციურ კავშირს.
ამოიცნობს დრამისა და მუსიკი ელემენტებს შორის ურთიერთკავშირებს.
მოდიფიცირებული მიზანი: მოსწავლემ შეძლოს მუსიკალური ინსტრუმენტების ამოცნბა და გარჩევა სხვა საგნებისაგან.

შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
.ამოიცნობს და გაარჩევს მუსიკალურ ინსტრუმენტებს სხვა საგნებისგან
.შეუძლია მუსიკის მოსმენა ყურადღებით

შეფასება: განმავითარებელი


                               შეფასების რუბრიკა:
შეფასების კრიტერიუმები
დაბალი
მაღალი
საშუალო

1.ჩართულობა
არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში, პასიურია
ცდილობს ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში
ტიურად არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში
2.მუსიკის მოსმენა და მასთან დაკავშირებული დავალების მოსმენა

ვერ ასრულებს დავალებებს
ნაწილობრივ ასრულებს დავალებებს
მაღალ დონეზე ასრულებს დავალებებს
 
ხელმოწერა:ინგა თირქია
თარიღი:



გაკვეთილის გეგმა-2

მასწავლებლის სახელი, გვარი: ინგა თირქია
პირადი ნომერი:-------------
საგანი:მუსიკა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი/ V-კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა :18  /არცერთი მოსწავლე არ საჭიროებს სპეციალურ მიდგომას
გაკვეთილის თემა: ,,მითები და ლეგენდები’’
გაკვეთილის მიზანი:
ცოდნა:  გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ მოსმენილი მუსიკალური ფრაგმენტის დახასიათებას და საკუთარი შთაბეჭდილების გადმოცემას, ნახატით, ან თხზულების სახით

უნარები:   განუვითარდებათ შემოქმედებითი უნარ- ჩვევები(მოსმენის, აღქმის და გადმოცემის)

დამოკიდებულებები:მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ მუსიკის მოსმენის უნარი, გამოუმუშავდებათ პრაქტიკული ჩვევები რომლებიც მათი შემოქმედებითი უნარის გახსნას და ამოქმედებას ემსახურება.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
გაკვეთილის  გეგმა გამომდინარეობს მუსიკის 5 კლასის საგნობრივი პროგრამიდან, მისაღწევი შედეგები გამომდინარეობს გაკვეთილის მიზნიდან. გაკვეთილის სასწავლო მიზანი შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამის შედეგებსა და ინდიკატორებს.თემა სრულიად შეესაბამება კალენდარულ გეგმას.
შეფასება: განმავითარებელი ,,ჯგუფური მუშაობა’’
            

გაკვეთილის მსვლელობა

#
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები (დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით
დრო (წთ.)
1
აქტივობა#1    გაკვეთილის მიზნის და შეფასების რუბრიკის გაცნობა:  საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ,მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს.
მოსწავლეებს ეცოდინებათ გაკვეთილის მიმდინარეობისას რაზე გაამახვილონ ყურადღება რომელი კრიტერიუმებით შეფასდებიან.


ვერბალური

საერთო საკლასო
ფორმატზე დაწერილი  მიზნები და შეფასების რუბრიკები და კრიტერიუმები.
შეფასების რუბრიკები და კრიტერიუმები შესაბამისობაშია ე.ს.გ მისაღწევ შედეგებთან.
3 წთ

აქტივობა#2  წინასწარ (წინარე ცოდნის გააქტიურება)
კლასთან ერთობლივი ინტერაქციით წამოჭრილი საკითხის გარჩევისას
მოსწავლეებს უაქტიურდებათ წინარე ცოდნა:მათი გონება მოიგეზება ისე რომ ახალი ცოდნა თვითონ ააგონ;მასწავლებელი აფასებს მზაობას და ეხმარება არასაკმარისი მზაობის მოსწავლეებს
მასწავლებელი მოსწავლეების პროოცირების მიზნით დაფაზე წერს ტერმინებს-,,მითი"; ,,ლეგენდა" და სთხოვს მოსწავლეებს ამ ტერმინების შესახებ დაფაზე ჩამოწერონ თავიანთი ასოციაციები და შექმნან ასოციაციური რუკა. შემდეგ მასწავლებელი   - სვამს კითხვებს:
1.რომელი მითი გისწავლიათ ან გაგიგიათ?
2. რა იცით მედეას შესახებ?
3.რა იცით არგონავტების შესახებ
კითხვა პასუხი








მთელი კლასი
ასოციაციური რუკა; წინასწარ მომზადებული კითხვები .
ეს რესურსი მოსწავლეებს ეხმარება წინარე ცოდნის გააქტიურებაში.
7 წთ

აქტივობა#3 -განმავლობაში ( ახალი მასალის მიწოდება)
ახალი თეორიული
მასალის გადაცემა
თემაზე - მითი ,,ორფეოსზე და არგონავტებზე“.

მასწავლებელი აჩვენებს მულტიპილიკაციურ ფილმს არგონავტებზე.
ფილმის ჩვენების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრება იგივე თემატიკის მუსიკალურ კომპოზიციაზე , ასმენინებს მუსიკალურ ფრაგმენტს  და ავლებს პარალელებს მათ შორის.


მინი ლექცია

ფილმის ჩვენება












კითხვა პასუხი








საერთო საკლასო
სახელმძღვანელო პროექტორი ,ინტერნეტი
აუდიო მასალა
 კლოდ
დებიუსის ,,სირინოზები’’ (ფრაგმენტი სიმფონიური ციკლიდან ნოქტიურნები)

ამ რესურსით მოსწავლეებს უნვითარდებათ სმენის, მუსიკის შეგრძნების უნარ-ჩვევები და

ხელს შეუწყობს მოსწავლეების მოტივაციის შენარჩუნებას.
15 წთ

აქტივობა #4  შემდეგ  (გაწაფვა)
ამ აქტივობის მიზანია მოსწავლეებს განუვითარდეთ  მასწავლებელი კლას ყოფს ჰომოგენურ ჯგუფებად(ნაკლები მზაობის,საშუალო მზაობის, მაღალი მზაობის)
და ავალებს  ეკრანზე მოცემული დავალებებიდან შესასრულებლად აირჩიონ უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით:
1.თქვენი აზრით როგორ მუსიკლალურ სურათს აღწერს კომპოზიტორი?

2.როგორი ხასიათისაა მოსმენილი მელოდია?

3.რა განცდა დაგეუფლათ ამ მუსიკის მოსმენის შედეგად?

4.მოსმენილი   ნაწარმოებიდან მიღებული შთაბეჭდილებების გადმოცემა ნახატით.
შესრულების შემდეგ კლასის წინაშე წარადგინონ თვიანთი  ნამუშევრები.

წერითი;
ხატვა.
ჯგუფური
პროექტორი,კომპიუტერი,სახატავი რვეული,ფერადი ფანქრები,წინასწარ მომზადებული დავალებები.
ამ რესურსით დაიზოგება დრო,მოსწავლეებს ეძლევათ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.უნვითარდებათ შთაბეჭდილებების გადმოცემის უნარები.
10 წთ

აქტივობა #5 შეფასება-განმავითარებელი
,,ჯგუფური მუშაობა
ეს  აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეთა ჯგუფმა გაიგოს გუნდური მუშაობისას შეფასების რომელ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ და რომელზე მოუწევთ მეტი მუშაობა.

ვერბალური

ინდივიდუალური
შეფასების რუბრიკა განმავითარებელი ,,ჯგუფური მუშაობა’’
შეფასების რუბრიკა ,,ჯგუფური მუშაობა’’
განსაზღვრავს მოსწავლეთა გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის ხარისხს.
5 წთ

აქტივობა#6 საშინაო დავალება
ამ აქტივობის მიზანია დამოუკიდებელი მუშაობის,  ფანტაზიის, წარმოსახვის უნარ-ჩვევების განვითარება;
ვერბალური
ინდივიდუალური
მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს დაწერონ თხზულება- ,,მუსიკის როლი ჩემს ცხოვრებაში"
2 წთ

აქტივობა#7  რეფლექსია -უკუკავშირი
 მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ბარათებს კითხვარებით:

ა) რა იყო დღეს თქვენთვის ყველაზე საინტერესო ?

ბ) რა ვერ გაიგეთ ?

გ) რისი გაგება გინდათ მომავალში?

წერითი
ინდივიდუალური
ბარათები კითხვებით.
ეს რესურსი ეხმარება მასწავლებელს უკუკავშირის მისაღებად,რასაც გაითვალისწინებს მომავალი გაკვეთილის დაგეგმვისას.
3 წთ
                    
 გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მუს.V.9.მოსწავლე უსმენს და აფასებს მუსიკალურ ნაწარმოებს
          გადმოსცემს თვის შთაბეჩდილებას სიტყვიერად.
          ახასიათებს კონკრეტულ მუსიკალურ ფრაგმენტს

დანართი 1.
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა და კრიტერიუმები

კრიტერიუმები
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
ჯგუფის მუშაობა დამაკმაკოფილებელია
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობაში
ყველა წევრი არ არის ჩართული
უმრავლესობა ჩართულია
ყველა ჩართულია
ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების უნარი
კამათობენ,არ უსმენენ ერთმანეთს და არის ხმაური, არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ხმაურობენ, ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
ზუსტად ვერ მიყვებიან ინსტრუქციას
ნაწილობრივ მოყვებიან ინსტრუქციას
მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვით
დროის ლიმიტის დაცვა
ვერ ეტევიან განსაზღვრულ დროში
უმნიშვნელოდ გააცდინეს დრო
დაიცვეს დროის ლიმიტი



ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა (დაკვირვებისა და კომენტარებისათვის)

ჯგუფები
მოსწავლეები                  (სახელი,გვარი)
კომენტარები ჯგუფის მუშაობის პროცესში
I-ჯგუფი


II- ჯგუფი


III-


IV-






გაკვეთილის გემა -3


მასწავლებლის სახელი, გვარი: ინგა თირქია

საგანი: მუსიკა

სწავლების საფეხური/კლასი: მერვე

მოსწავლეთა რაოდენობა:  24 /არცერთი მოსწავლე არ საჭიროებს სპეციალურ მიდგომას

გაკვეთილის თემა:   ,,ანტონიო   ვივალდი’’

      გაკვეთილის მიზანი:
     გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს ეცოდინებათ  ანტონიო ვივალდის ბიოგრაფია, გაეცნობიან მის შემოქმედებას ,შეძლებენ შთაბეჭდილების გადმოცემას მოსმენილი მუსიკლაური ნაწარმოებიდან.

გაკვეთილის გეგმა გამომდინარეობს მუსიკის მერვე კლასის საგნობრივი პროგრამიდან , მისაღწევი შედეგები გამომდინარეობს გაკვეთილის მიზნიდან.  გაკვეთილის სასწავლო მიზანი შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამის შედეგებს და ინდიკატორებს.
თემა სრულად შეესაბამება კალენდარულ გეგმას.

                     გაკვეთილის მსვლელობა
                   
N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები (დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით
დრო (წთ.)
1
გამოწვევის ფაზა:
საორგანიზაციო სამუშაო
გაკვეთილის თემის და მიზნის გაცნობა:


ვერბალური
საერთო საკლასო
მიზანი და შეფასების რუბრიკები გამოკრულია დაფის გვერდით. მოსწავლეები თავიდანვე გაერკვევიან რაზე მოუწევთ მუშაობა და როგორ  შეფასდებიან გაკვეთილის ბოლოს.
2
2
დავალების შემოწმება
დავალება:კედლის გაზეთის შექმნა.

1 ჯგუფს -ბაროკოს დახასიათება

2 ჯგუფს - ბაროკოს ეპოქაში გავრცელებული მუსიკალური ჟანრები

3 ჯგუფს -ბაროკოს ეპოქაში გავრცელებული ინსტრუმენტები

დავალების შემოწმების შედეგ მასწავლებელი წინარე ცოდნის გასააქტიურებლად სვამს კითხვებს.
პრეზენტაცია
ჯგუფური/ინდივიდუალური
დაფა ,მაგნიტები, მოსწავლეების ნამუშევრები ფლიფჩარტზე.
მასწავლებელს ეხმარება დავალების შემოწმება მოახდინოს მოკლე დროში.
მოსწავლეებს ეხმარება გაეცნონ ვიზუალურად ამხანაგების ნამუშევრებს.
8
3
წინასწარ
წინარე ცოდნის გააქტიურება

1.რას ნიშნავს სიტყვა ბაროკო?

2.როგორ ხასიათდება  ბაროკოს მუსიკა?

3.რა არის პოლიფონია და ფომოფონია?

4.რომელი  მუსიკალური ჟანრი წამოიშვა და განვითარდა  ამ პერიოდში?

5.ინსტრუმენტული მუსიკის რომელი ახალი ჟანრები შეიქმნა ბაროკოს ეპოქაში?

6.რომელი საკრავები იყო ბაროკოს ეპოქაში პოპულალური?

7.ჩამოთვალეთ ბაროკოს ეპოქის კომპოზიტორები

8.რომელი ნაწარმოები ითვლება ამ ეპოქის მუსიკალურ მწვერვალად?

9.რომელი გენიალური ნაწარმოებები შიქმნა ამ პერიოდში?
პასუხების მიღების შემდეგ მასწავლებელი გადადის ახალ თეორიულ მასალის გადაცემაზე.

კითხვა-პასუხი
საერთო-საკლასო
წინასწარ მომზადებული კითხვები.
ეს რესურსი ეხმარება მასწავლებელს  და მოსწავლეებს იყვნენ თანმიმდევრული და არ გამორჩეთ მნიშვნელოვანი საკითხები ,რომელიც  საჭიროა მომდევნო ფაზაზე გადასასვლელად.

5
4
შემდეგ
ახალი თეორიული
მასალის გადაცემა
თემაზე - ,,ანტონიო ვივალდი’


ვერბალური
საერთო საკლასო
პრეზენტაცია poverpoint-ში
ანტონიო ვივალდის ბიოგრაფია. ეს პრეზენტაცია ეხმარება მასწავლებელს მასალის ვიზუალიზაციაში და მოსწავლეთა მოტივაციის შენარჩუნებაში.


7
5
განმავლობაში
(სიღრმისეული წვდომა)
აქტივობა-გააზრებულად წაიკითხონ სახელმძღვანელოდან ის მონაკვეთი  სადაც აღწერილია ვივალდის საორკესტრო ციკლი ,,წელიწადის დრონი"
შემდეგ  მასწავლებელი მოსწავლეებს ასმენინებს მუსიკალურ ფრაგმენტს ამ ნაწარმოებიდან.


გააზრებული კითხვა;
ნაწაემოების მოსმენა.
საერთო საკლასო
კალამი,მუსიკის რვეული, მუსიკის სახელმძღვანელო, ლეპტოპი , მუსიკალური ნაწამოები.
აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებს დაეხმარება მუსიკალური ნაწარმოების  გააზრებაში და მოამზადებს მათ ამ ნაწარმოების მოსასმენად.


8
6
მუსიკალური ფრაგმენტის მოსმენის შემდეგ მასწავლებელი კლასს ჰყოფს 3 ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს სთხოვს დაწეროს , მუსიკის მოსმენის შდეგად მიღებული შთაბეჭდილება, ლიტერატურული თხზულების სახით,   რომელსაც მოსწავლეები კლასის წინაშე წარადგენენ.


წერა
ჯგუფური
კალამი ,რვეული შთაბეჭდილების გადმოსაცემად
ამ რესურსით მოსწავლეებს უნვითარდებათ სმენის, მუსიკის შეგრძნების უნარ-ჩვევები


8
7
რეფლექსია:
შეჯამების ფაზაზე
მასწავლებელი
მოსწავლეებს დაურიგებს სქემას უკუკავშირისთვის

ა) რა იცოდით ანტონიო ვივალდის შესახებ?

ბ) რა გაიგეთ ?

გ) რისი გაგება გინდოდათ?


უკუკავშირი
ინდივიდუალური
ბარათები კითხვარებით.
ეს რესურსი ეხმარება მასწავლებელს მომავალი გაკვეთილის დასაგეგმად.
2
8
აქტივობა
საშინაო დავალება
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს სახლში მოისმინონ ა. ვივალდის ,,წელიწადის დრო"-ს ზაფხული, გადმოსცენ მიღებული შთაბეჭდილება სიტყვიერად ან ლიტერატურული თხზულების სახით.
ვერბალური
საერთო საკლასო
ანტონიო ვივალდის ნაწარმოებიდან ,,წელიწადის დრონი’’ მოუსმინონ ოთხი კომპოზიციიდან ერთს და დაწერონ შთაბეჭდილება თხზულების სახით. ეს რესურსი ეხმარება მასწავლებელს მოსწავლეებს მისცეს არჩევანის უფლება უნარებისა და შესაძლებლობების შესაბამისად.
2
9
შეფასება
ვერბალური
ინდივიდუალური
შეფასების სქემა ,,საკლასო აქტივობა’’
ეს რესურსი,
განსაზღვრავს მოსწავლის მიერ შეძენილი ცოდნის ხარისხს.
3

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მუს.VIII.6.მოსწავლეს შეუძლია გაავნოს თანაკლასელებს მუსიკის ხელოვნების ნიმუში ან მუსიკოსის შემოქმედება
მუს.VIII.5.მოსწავლეს  შუძლია  მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების გაანალიზება.
          მოიძიებს და ამუშავებს ინფორმაციას მუსიკალური ნაწარმოების, კომპოზიტორის შესახებ
          საუბრობს მუსიკალური ნაწარმოების მოსმენით გამოწვეულ შთაბეჭდილებაზე






დანართი  # 1
შეფასების სქემა:  სასკოლო აქტივობა

კრიტერიუმები
1-2
3-4
5-6
7-8
9-10
საშინაო  დავალება
არ აქვს საშინაო დავალება
არ აქვს დავალება  სრულყოფილად
ნაწილობრივ შეასრულა საშინაო დავალება
შეასრულა დავალება მაგრამ საჭიროებს დახმარებას
მოიძია მასალა,შეასრულა დავალება.
გაკვეთილის გამოკითხვა-კითხვა პასუხი
არ იცის გაკვეთილი
აქვს წაკითხული მაგრამ ვერ აყალიბებს აზრს
პასუხობს ზოგიერთ შეკითხვას
კითხვა პასუხით ცდილობს გადმოსცეს გაკვეთილის თემა
კარგად გადმოსცემს გაკვეთილის თემას ,აყალიბებს აზრს გაკვეთილის შესახებ
მოსასმენი მასალა
ვერ ასახელებს მუსიკას,ჟანრს ინსტრუმენტს
იშვიათად ამოიცნობს საკრავის ჟღერადობას.
ამოიცნობს ზოგიერთ ინსტრუმენტს.
ამოიცნობს ინსტრუმენტს მოსმენილი  მასალიდან
გაადმოსცემს მუსიკის  მოსმენის შდეგად მიღბულ შთაბეჭდილებას,ახასიათებს მუსიკას/  და ამოიცნობს საკრავებს,

No comments:

Post a Comment

               მუსიკის რესურსები ეს რესურსები ძალიან კარგად მუშაობს ონლაინ სწავლების დროს :) 1) ,,მუსიკალური გამოფენა''-- https://sw...