Sunday, June 11, 2017

პრეზენტაცია

ფოტო გალერეა

ტესტები

                                                      ტესტები მუსიკაში 

                                კითხვები და პასუხები 5,6,7,8,9 კლასებისთვის


V -კლასი
1.რომელია ოპერის სამსშობლო?
ა) იტალია
ბ)ინგლისი
გ) გერმანია
2. რა არის არია?
ა) სოლო შესრულება
ბ) ოპერის შესავალი
გ) გუნდური სიმღერა
3.ვინ არის ავტორი ნაწარმოებისა ,,დილა“?
ა) პ.ჩაიკოვსკი
ბ) დ.არაყიშვილი
გ) ე.გრიგი
4.რა არის სუიტა?
ა)თანმიმდევრობას ნიშნავს
ბ)ჩქარი ტემპი
გ) ზომიერი შესრულება
5.რა არის --adagio?
ა)ნელა შესრულება
ბ) ზომიერად შესრულება
გ) სწრაფად შესრულება
6.რა არის ტეტრაქორდი?
ა) კეთილხმობვანება
ბ) 4 სიმს ნიშნავს
გ)გუნდის ხელმძღვანელს ნიშნავს
7. რომელ ინსტრუმენტზე უკრავადა  ორფეოსი?
ა)კითარაზე
ბ)ქნარზე
გ)სტვირზე
8.რა არის ფორტე(f)
ა) ხმის სიძლიერე
ბ) ნაწარმოების ჩუმად შესრულება
გ)ნაწარმოების ხმამაღლა შესრულება
9.ჩამოთვლილთაგან რომელია ვენის კლასიკოსი კომპოზიტორი?
ა) კ.ჩერნი
ბ) ი.ს.ბახი
გ)ლ.ვ.ბეთჰოვენი
10.ჩამოთვლილთგან რომელი არ არის რომანტიკოლსი კომპოზიტორი?
ა) ფ.შოპენი
ბ) რ.შუმანი
გ) ფ.ი.ფაიდნი
11.რამდენი სიმფონიის ავტორია  ფ.შუბერტი?
ა)15
ბ)9
გ)11
12.რა არის ლიბრეტო?
ა) ოპერის სიტყვიერი ტექსტი
ბ)ოპერის შესავალი
გ)ოპერაში სოლო შესრულება
13.როგორი ინსტრუმენტია ფაგოტი?
ა)დასარტყამი
ბ) სიმებიანი
გ) ჩასაბერი
14.რომელ ქართულ ხალხურ საკრავს გავს პანის ფლეიტა?
ა)ქნარს
ბ) ლარჭემს
გ) სალამურს
15.რომელ ინსტრუმენტზე უკრავდა პანი?
ა) სტვირზე
ბ)ორგანზე
გ) ოკარინაზე

 პასუხები
1-ა
2-ა
3-გ
4-ა
5-ა
6-ბ
7-ბ
8-გ
9-გ
10-გ
11-ბ
12-ა
13-გ
14-ბ
15-ა








VIკლასი
1)რომწლი არ არის  წმინდა ინტერვალი
ა.პრიმა
ბ.სეკუნდა
გ.ოქტავა
2)რა არის მელოდია?
ა.ბერძნული სიტყვაა და სიმღერას ნიშნავს
ბ.იტალიური სიტყვაა სწრად შესრულებას ნიშნავს
გ.ფრანგული სიტყვაა და ცეკვას ნიშნავს
3)ვინ იყო აპოლონი?
ა.მზის ღმერთი
ბ.სინათლის და სილამაზის ღმერთი
გ.წყლის ღმერთი
4) რომელ ინსტრუმენტზე უკრავდა აპოლონი?
ა.ქნარზე
ბ.არფაზე
გ.კითარაზე
5)რა არის სონატა?
ა.იტალიური სიტყვაა და ჟღერადობას ნიშნავს
ბ.ბერძნული სიტყვაა და სუნთქვას ნიშნავს
გ.ლათინური სიტყვაა და არის, ბგერის გრაფიკული ნიშანი
6)საქართველოს რომელი კუთხის საკრავია  ჩანგი?
ა.სამეგრელო
ბ.აჭარა
გ.სვანეთი
7)რომელ წელს გაიხსნა თბილისში საოპერო თეატრი?
ა.1895წ. 8 ნოემბერს
ბ.1885წ.16 იანვარს
გ.1856წ. 4 აპრილს
8)რა არის ალეგრო?
ა.სწრაფად შსრულებას ნიშნავს
ბ.ნელა შსრულებას ნიშნავს
გ.ზომიერად შსრულებას ნიშნავს
9)რა არის სონატინა?
 ა.დიდი ფორმის ნაწარმოები
ბ.მცირე ფორმის ნაწარმოები
გ.მოწყვეტით დაკვრას ნიშნავს
10)რა არის პადედე?
ა.წყვილის ცეკვა
ბ.სოლო შესრულება
გ.გუნდური შსრულება
11)ჩამოთვლილთაგან რომელია ეგვიპტური საკრავი?
ა.სისტრა
ბ.პანის ფლეიტა
გ.ორგანი
12)ოპერის სამშობლოა...
ა.ვენა
ბ.ფლორენცია
გ.პარიზი
13)რა არის რეგენტი?
ა.ნიჭს ნიშნავს
ბ.გუნდის ხელმძღვანელს ნიშნავს
გ.კეთილხმოვანებას ნიშნავს
14)რა არის არია?
ა.ოპერაში სოლო შესრულება
ბ.ოპერის შესავალი
გ.ოპერის სიტყვიერი ტექსტი
15)ჩამოთვლილთაგან რომელია ვენის კლასიკოსი კომპოზიტორი?
ა.ფ.შუბერტი
ბ.ე.გრიგი
გ.ფ.ი.ფაიდნი

 პასუხები
1-ბ
2-ა
3-ბ
4-გ
5-ა
6-გ
7-ა
8-ა
9-ბ
10-ა
11-ა
12-ბ
13-ბ
14-ა
15-გ


                                                                                
VIIკლასი
1)რა არის რიტმი?
ა.თანაზომიერებას ნიშნავს
ბ.ორი გუნდის სიმღერას ნიშნავს
გ.ხმის დაცურებას ნიშნავს
2)რა არის ანტიფონი?
ა.კლავიშებიანი საკრავი
ბ.დასარტყამი ინსტრუმენტი
გ.ორი გუნდის მონაცვლეობით სიმღრა
3)რა არის რეჩტატივი?
 ა.სიმღრა რომელიც მოკლებულია მღერადობას
ბ.ბგერის ამაღლების ნიშანი
გ.მცირე ზომის ნაწარმოები
4)რა არის უნისონი?
ა.სოლო შესრულება
ბ.ერთიანი ხმა
გ.მისამღრი
5)რომელია ჯუზეპე ვერდის ოპერა?
ა.,,ფიდელიო“
ბ.,,დონჯუანი“
გ,,აიდა“
6)რა არის ჰიდრავლოსი?
ა.წყლის ორგანი
ბ.სასულე ინსტრუმენტი
გ.ცეკვა
7)რომელ წელს დაიბადა ჯ.ვერდი?
ა.1813წ 10 ოქტომბერს
ბ.1685წ  8 მარტს
გ.1750წ  26 მაისს
8)როგორი საკრავია არფა
ა. სიმებიან ხემიანი
ბ. დასარტყამი
გ. სიმებიანი
9)სწორი პასუხები მიუთითე  ისრით..
ა.კინორი                                      სალამური
ბ.ხალილი                                   ლირა
გ.ხასორა                                      ვერცხლის საყვირი
10)რა არის პენტატონიკა?
ა.5–ბგერიანი  გამა
ბ. 6–ბგერიანი გამა
გ.7–ბგერიანი გამა
11)რა არის პანტომიმა?
ა.დრამატული ნაწარმოები
ბ.უსიტყვო თეატრი
12)რომელ ქართულ საკრავს ჰგავს პანის ფლეიტა?
ა.ჩანგს
ბ.ფანდურს
გ.ლარჭემს
13)რამდენი ოპერის ავტორია ჯ.ვერდი?
ა.26
ბ.2
გ.15
14)რა ქვია ქალის ყველაზე მაღალ სასიმღრო ხმას?
ა.სოპრანო
ბ.კონტრალტო
გ.მეცოსოპრანო
15)რომელია მოცარტის უკანასკნელი ნაწარმოები?
ა.ჯადოსნური ფლეიტა
ბ.დონჯუანი
გ.რექვიემი

  პასუხები
1-ა
2-გ
3-ა
4-ბ
5-გ
6-ა
7-ა
8-გ
9-კინორი--ლირა,     ხალილი-- სალამური,   ხასორა-- ვერცხლის საყვირი
10-ა
11-ბ
12-გ
13-ა
14-ა

15-გ



VIIIკლასი
1)რა არის დომესტიკა?
ა.საგუნდო ხელოვნება
ბ.სოლო შესრულება
გ.ინსტრუმენტი
2)ვინ შექმნა სანოტო დამწერლობა?
 ა.ი.პერი
ბ.ჯ.კაჩინი
გ.გ.არეცო
3)რა არის ანტიფონი?
 ა.ორი გუნდის მონაცვლეობით სიმღერა
ბ.სამი გუნდის მონაცვლეობით სიმღერა
გ.ოთხი გუნდის მონაცვლეობით სიმღერა
4)რა არის პოლიფონია?
ა.მრავალხმიანობა
ბ.ერთხმიანობა
გ.არცერთი პასუხი არ არის სწორი
5)ვინ იყო ედიტ პიაფი?
ა.მოცეკვავე
ბ.მომღერალი
გ.დირიჟორი
6)ვინ არის ავტორი ოპერისა ,,აბესალომ და ეთერი“
ა.ვ.დოლიძე
ბ.დ.არაყიშვილი
გ.ზ.ფალიაშვილი
7)რომელი კუთხის სიმღერაა,,ჯანსულო“
ა.სვანეთი
ბ.აჭარა
გ.სამეგრელო
8)რა არის გლისანდო?
ა.ხმის დაცურება
ბ.გამეორება
გ.დასასრული
9)რა არის ანსამბლი?
ა.ერთად ,მთლიანად
ბ.მრავალხმიანობის სახე
გ.არცერთი პასუხი არ არის სწორი
10)სად და როდის დაიბადა ი.ს.ბახი?
ა.1685წელს – გერმანიაში
ბ.1750 წელს – იტალიაში
გ.1698წელს – საფრანგეთში
11) როგორი ფორმის ნაწარმოებია ოპერა?
ა. დიდი ფორმის მუსიკალურ თეატრალური ნაწარმოები
ბ.მცირე ფორმის მუსიკალურ თეატრალური  ნაწარმოები
გ.არცერთი პასუხი არ არის სწორი
12)რომელი კუთხის სიმღერაა ,,მირანგულა’’
ა.რაჭა
ბ.ქართლი
გ.სვანეთი
13)რომელი  არ არის რომანტიკოსი კომპოზიტორი
ა.ლ.ბ.ბეთჰოვენი
ბ.ფ.შუბერტი
გ.რ.შუმანი
14.ვინ დაწერა ოპერა ფიდელიო?
ა.პ.ჩიკოვსკი
ბ.ა.ვივალდი
გ.ლ.ვ.ბეთჰოვენი
15)რა არის ფუგა ?
ა.ფუგა სირბილს ნიშნავს
ბ.გამეორებას ნიშნავს
გ.შეჯიბრს ნიშნავს

 პასუხები
1-ა
2-გ
3-ა
4-ა
5-ბ
6-გ
7-გ
8-ა
9-ა
10-ა
11-ა
12-გ
13-ა
14-გ

15-ა



  IXკლასი
1)რა არის აკომპანიმენტი?
ა.     თანხლებას ნიშნავს
ბ.     სოლო შსრულება
გ.     გუნდის ხელმძღვანელს ნიშნავს
2)ვინ არის ,,მათეს პასიონის „ ავტორი?
ა.      ი.ს.ბახი
ბ.      გ.ჰენდელი
გ.      ა.დორჟაკი
3)რა არის საუნდრეკი?
ა.     სიმღერა
ბ.     სპეციალურად ფილმისთვის დაწერილი მუსიკა
გ.     ფილმის გახმოვანება
3)რას ნიშნავს სიტყვა კლასიკური?
ა.      სანიმუშოს
ბ.      სირბილს
გ.      ბავშვი საოცრება
4)რამდენი ოპერის ავტორია ლ.ვ.ბეთჰოვენი?
 ა.    6
ბ.     4
გ.     1
5)რომელ საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი მუსიკალურ რომანტიზმს?
ა.     XVI
ბ.     XVII
გ.     XIX
6) როგორ სრულდება ლაზური სიმღერა ,,ჰელესა“?
ა.     სოლისტის და გუნდის მიერ
ბ.    ერთი ადამიანის მიერ
გ.    მხოლოდ გუნდის მიერ
7) რა არის ბლუზი?
ა.     სოლო სიმღერა,რომელიც საკუთარ განცდებს გადმოსცემს
ბ.     სასულიერო – საგუნდო ჰიმნი
გ.     მხიარული მუსიკა
8) რამდენი ოპერის ავტორია ლ.ვ ბეთჰოვენი? 
ა.1
ბ.7
გ.25ა
9)მუსიკალურ– თეატრალურ ჟანრს მიეკუთვნება ;ოპერა,ოპერეტა და ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
10)რა არის სეკვენცია?
ა.      მელოდიის მცირე მონაკვეთის მოტივის გამეორება
ბ.      მელოდიის მთლიანი გამეორება
გ.      არცერთი პასუხი არ არის სწორი
11) ბელკანტო იტალიური სიტყვაა და ნიშნავს ...
ა.     ლამაზ სიმღერას
ბ .    სიმღერას
გ.     მუსიკალურ ხელოვნებას
12)რამდენი სიმფონიის ავტორია ფ.შუბერტი?
ა.      5
ბ.      7
გ.     9
13)სად და როდის დაიბადა გია ყანჩელი? 
ა.    1935 წელს თბილისში
ბ.    1966 წელს ქუთაისში
გ.    1999 წელს წყალტუბოში
14)რომელი ოპერის ავტორი არ არის ვ.ა.მოცარტი?
ა.     ტრავიატა
ბ.    ფიგაროს ქორწინება
გ.    ჯადოსნური ფლეიტა
15),,უბრალო ჩეხი მუსიკოსი“ რომელი კომპოზიტორი უწოდებდა ასე საკუთარ თავს?
ა.    ო.მესიანი
ბ.    ა.დორჟაკი
გ.    გ.მაშო

                                                                         
 პასუხებია
1-ა
2-ა
3-ა
4-გ
5-გ
6-ა
7-ა
8-ა
9-ბალეტი
10-ა
11-ა
12-გ
13-ა
14-ა

15-ბ







Thursday, June 8, 2017

თანამედროვე მუსიკა

ქართული ხალხური საკრავები

                                                      ქართული ხალხური საკრავები 


  ქართული ხალხური საკრავები  ცნობილია უძველესი დროიდან, როგორც წესი, სიმღერის ან  ცეკვის თანხლების ფუნქციით. უძველესი არქეოლოგიური ცნობა  ქართული საკრავის შესახებ,  მიეკუთვნება ძვ.წ.-ით XV ს.
ძველ ქართულ ლიტერატურულ წყაროებში საკრავთა 100-ზე  მეტი დასახელებაა შემონახული.საკარვი როგორც მატერიალური მუსიკალური კულტურის ძეგლი“, მუსიკის ისტორიის   მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.  ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტარიუმი განსაკუთრებით საინტერესოა იმ მხრივ, რომ მასში, განვითარებული საკრავების გვერდით, შემონახულია შედარებით მარტივი და არქაული ფორმბიც,  საუკუნეთა მანძილზე შექმნილ და თანდათან სრულქმნილ საკრავებზე ასახულია ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად დაგროვილი ხალხური ცოდნა და გამოცდილება და ხალხის მუსიკალური აზროვნება. ქართული მუსიკის ისტორიის შესწავლაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ივ. ჯავახიშვილის ფუძემდებლურ ნაშრომს,  ავტორი გამოყოფს და ცალ-ცალკე აჯგუფებს სიმებიან, ჩასაბერ, საჩხარუნებელ და დასარტყმელ საკრავებს.  ქართული ხალხური საკრავთა შესწავლის საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის დ. არაყიშვილს. იგი თავის ერთ ერთ ნაშრომში  ქართულ ხალხურ საკრავებს -ერთ თავს უთმობს. მასში აღნუსხულია საქართველოში გავრცელებული და ცნობილი საკრავები (უენო და ენიანი სალამურები, სასწრაფო, საყვირი, სოინარი, სტვირი, დოლი, დიპლიპიტო, დაირა, გურული ჩონგური, გურული ჭიანური, ჭუნირი, ფანდური, წინწილა, სვანური ჩანგი).
ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტები დაჯგუფებულია სიმებიან, ჩასაბერ და დასარტყამ ჯგუფებად :

                                             სიმებიანი საკრავები -
1) ჩამოსაკრავი(ფანდური და ჩონგური)
2) მოსაზიდი (ჩანგი)
3) ხემიანი საკრავები.(ჭუნირი და ჭიანური) 
  
იხილეთ ფოტო მასალა






                                             ჩასაბერი საკრავები
მრავალღერიანი სალამური (ლარჭემი და სოინარი), 
უენო და ენიანი სალამურები გუდასტვირი  და ჭიბონი


                                                                  იხილეთ ფოტომასალა



                                             დასარტყმელ საკრავები

დოლი  და დაირა







 საქართველოში ასევე ცნობილია შემდეგი არაქართული საკრავებიც:
  1. დასარტყამი: დიპლიპიტო
  2. ჩასაბერი: საყვირი;
  3. პნევმატურ-კლავიშიანი: ქართული გარმონი
საქართველოში ასევე გავრცელებული იყო სხვა ხალხთა საკრავები: ქამანჩა, საზი თარი, ზურნა  დუდუკი და სხვა..


         
 

ფანდური — ქართული ხალხური სიმებიანი ჩამოსაკრავი ინსტრუმენტია. იგი  ,ფართოდაა გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოში მთასა და  ბარში.საქართველოში ფანდურს ზოგჯერ ჩონგურსაც უწოდებენ. ფანდური სამსიმიანია. ვხვდებით ორსიმიან ფანდურსაც რომელსაც  (ევსურეთში) ძირითადად იყენებენ სოლო ან მრავალხმიანი სიმღერის თანხლებისათვის. თუმცა მასზე შეიძლება დამოუკიდებელი ნაწარმოების (უმთავრესად საცეკვაო მელოდიები) შესრულება.






ჩოგური — ქართული ხალხური სიმებიანი ჩამოსაკრავი ინსტრუმენტია. ჩონგური ძირითადად გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში. (გურია,სამეგრელო,იმერეთი, აჭარა)
სხვადასხვა კუთხის ჩონგური არ განსხვავდება გარეგნულად.ჩონგური უნდა წარმოშობილიყო არა უგვიანეს XVII საუკუნეში.  ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით ბარად, სამ სიმიან ფანდურს „ჩონგურს“ ეძახიან, ხოლო მთის კუთხეებში - „ფანდურსაც“ და „ჩონგურსაც“. ამასთანავე, მთხრობელები აღნიშნავენ, რომ „ფანდური" ძველი სახელია და „ჩონგური“ შემდეგ შეურქმევიათ. სახელწოდება „ჩონგური“ უნდა გაჩენილიყო ოთხსიმიანი საკრავის გაჩენასთან დაკავშირებით, რომელიც გამოეყო სამსიმიან ფანდურს. ეს მოხდა არა უგვიანეს XVII საუკუნეში და სახელწოდება ამავე პერიოდიდან გვხვდება. სამსიმიან ფანდურზე მეოთხე სიმის დამატებით, რომელსაც გარკვეული ფუნქცია ქონდა-მიღებული იქნა ახალი საკრავი, რომელიც საჭიროებდა განმასხვავებელ სახელწოდებას.





ჭიანური — ქართული ხალხური საკრავია,ის არის  ერთ-ერთი არქაული საკრავი ქართულ ინსტრუმენტარიუმში. იგი ყველაზე ცოცხლად სვანეთშია შემონახული.რაჭული ჭიანური ორსიმიანია, სვანური და თუშური 3 სიმიანი. ძირითადად გამოიყენება სიმღერისა და ცეკვის თანხლებისათვის. გავრცელებული იყო გურიაში, იმერეთში, რაჭაში,ფშავში,ხევსურეთში.დღეს ეს საკრავი თითქმის აღარ გვხვდება.  :(














სალამური - ჩასაბერი მუსიკალური ინსტრუმენტია. იგი გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს კუთხეებში: ქართლში, კახეთში, მესხეთში, თუშეთში, ფშავში, ასევე გავრცელებულია დასავლეთ საქართველოშიც.

















ჩანგი - არფის მსგავსი ერთ-ერთი უძველესი საკრავია. არსებობს 6, 7, 9 (ან უფრო მეტი) სიმიანი ჩანგი. ჩანგის სიმები მზადდება ძუისგან და ისინი სხვადასხვა სიგრძისაა. ჩანგი ამჟამად შემორჩენილია საქართველოს მხოლოდ ერთ კუთხეში- სვანეთში. ჩანგს „მწუხარების“ საკრავად თვლიან. ჩანგზე უმეტესად ქალები უკრავენ. ის არის სააკომპანემენტო საკრავი. მისი თანხლებით სრულდება სოლო სიმღერები.













ლარჭემი//სოინარი — ლერწმის ქართული მრავალღეროვანი სალამური. ცნობილია სამეგრელოში (ლარჭემი, წარმოდგება სიტყვიდან „ლერწამი“), გურიაში (სოინარი, ბერძნული სიტყვიდან „სოლინარი“) და ლაზეთში („ოსტვინონი“). მას ღერები სხვადასხვა სიგრძისა აქვს. საკრავი მრავალხმიანია, მაგრამ ტექნიკურად შეზღუდული. საკრავი შედგება ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილი სხვადასხვა სიგრძის მილებისაგან.ყოველ მილს თავისი სახელწოდება აქვს:
  „კრიმანჭული“,
  „მოძახილი“, 

                                                                                  „გადატანილი“, 
                                                                                  „წყება“,
                                                                                  „საშუალო“,
                                                                                  „ბანი“ (გურია);
                                                                                  „მეჭიფაშე“, 
                                                                                  „მაჭყაფალი“,
                                                                                  „მაღალი“, 
                                                                                  „მაბანე“, 
                                                                                  „მეშხუაშე“ (სამეგრელო).
 ეს სახელწოდებები სიმღერების ხმების სახელწოდებებია და გამოხატავს არა ბგერის ჰარმონიულ ფუნქციას, არამედ მის რეგისტრულ მდებარეობას.









გუდასტვირი — ქართული ხალხური ჩასაბერი საკრავია.საქარტველოში გავრცელებულია მისი რამდენიმე სახეობა, ქართლული და რაჭული გუდასტვირი, აჭარული და მესხური ჭიბონი (ჭიმონი) და ფშავური სტვირგუდა. გუდასტვირი ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: თხის ან ცხვრის ტყავისაგან დამზადებული ჰაერის რეზერვუარის — გუდისა და სტვირისაგან. გუდას ქვემოთა მხრიდან მიმაგრებული აქვს სტვირი, ხოლო ზემოდან — ჰაერის ჩასაბერი მასრა. საკუთრივ სტვირი შედგება ნავის, დედნებისა და წივილებისაგან ნავს რბილი ხისაგან თლიან და მასში დედნებს (მილებს) სვამენ, ბოლოზე კი ხარის ან ჯიხვის რქისაგან დამზადებულ სარეზონატორო ქარახსას ამაგრებენ. სახალხო დღესასწაულებზე გუდასტვირის თანხლებით სრულდება მრავალი ცეკვა და სიმღერა. აჭარაში ჭიბონს ნადის დროსაც უკრავენ.














ქართული გარმონი —აღმოსავლეთ საქართველოში და რაჭაში გავრცელებული პნევმატურ-კლავიშიანი ტრადიციული მუსიკალური საკრავია. გარმონზე დაკვრის ტექნიკა განსაკუთრებით განვითარებულია თუშეთში,გარმონის ცნობილი შემსრულებლები არიან ლელა თათარაიძე,  ე.თორღვაიძე და სხვები....













დოლი —ქართული დასარტყამი საკრავია, დოლი გავრცელებულია საქართველოს  ბარის კუთხეებში. დოლი წარმოადგენს ხის პატარა ცილინდრულ კორპუსს, რომლის ორივე მხარეზე გადაკრულია ტყავი. დოლზე უკრავენ ხელებით ან ჯოხებით.














დიპლიპიტო, იგვვე ნაღარა—დასარტყამი საკრავია,იგი შედგება სხვადასხვა სიგანისა და ერთნაირი სიმაღლის თიხის ორი პატარა ქილისაგან, რომლებზედაც გადაკრულია ციკნის ტყავი ან ხარის ბუშტი. დიპლიპიტო უმთავრესად საანსამბლო საკრავია. ორკესტრში პირველად შეიტანა მ.იპოლიტოვ ივანოვმა(კავკასიურ ესკიზებში 1894წ)  შემდეგ დიპლიპიტო ოპერებში გამოიყენეს დ.არაყიშვილმა („თქმულება შოთა რუსთაველზე“), ს. ვასილენკომ („მშვენიერი იოსები“), რ. გლინერმა („შაჰსენემი“) და სხვა.






დაირა — არის უძველესი დასარტყამი საკრავია, ხის ვიწრო რკალი, რომელსაც ცალ მხარეს თხის ტყავი ანდა თევზის ბუშტის აპკი აქვს გადაკრული. დაირა, ცნობილია აგრეთვე დაფის  სახელწოდებით,დაირაზე უკრავენ სხვადასხვა ხალხურ ცეკვებისა და ზოგჯერ სიმღერების რიტმებსაც. დიდი გამოყენება აქვს პროფესიული ინსტრუმენტულ და ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლებში. ის შემსრულებელს უჭირავს  უმეტესად ორი ხელით  ,მასზე უკრავენ თითბითა და ხელისგულით. სუფთა და მკაფიო ბგერების მისაღებად დაკვრის წინ შეათბობენ ხოლმე.







                                                                                                                                             ინგა თირქია

Wednesday, June 7, 2017

კინოხელოვნება






კინოხელოვნება (ბერძ. kineo – „ვმოძრაობ“) — იზუალური ხელოვნების  დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ.    

კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურის ,თეატრის და სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე.
კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ, სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებას კინომატოგრაფია ეწოდება.

ძმები ლუმიერები

10 საინტერესო ფაქტი მუსიკის შესახებ.

 
1)  მუსიკას შეუძლია დამჭკნარი მცენარეების გაცოცხლება. თუკი მომაკვდავ მცენარესთან ახლოს დავდგამთ დინამიკს და ჩავრთავთ მსუბუქ მუსიკას, მცენარე თვალსა და ხელს შუა გამოცოცხლდება, გაფერადდება და შესაძლებელია გადაიწიოს კიდეც მუსიკის წყაროსკენ.

2)  მუსიკა ხელს უშლის სმენის დაქვეითებას. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მუსიკოსებს უკეთ ესმით, ვიდრე მათ, ვინც თითქმის არ უსმენს მუსიკას.

3)  მუსიკა კურნავს გულს, ეხმარება პაციენტებს, რომლებიც ცდილობენ აღიდგინონ ჩვეული ფორმა გულის შეტევის ან გულზე ოპერაციის შემდეგ. დამტკიცებულია, რომ სასიამოვნო მუსიკა გვეხმარება სისხლძარღვთა სისტემის გაუმჯობესებაში.

4)  სპორთული ვარჯიშის დროს მუსიკის მოსმენა ზრდის რეზულტატურობას 20%-ით. ეს ეფექტი შეგვილია შევადაროთ დოპინგის გამოყენებას.

5)  მუსიკა გვხდის უფრო გულისხმიერებსა და კეთილებს. ფსიქოლოგიურმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად უსმენენ საყვარელ მუსიკას, 5-ჯერ უფრო ხშირად ეხმარებიან სხვებს და ჩადიან სასიკეთო საქმეებს.

6)  მუსიკა აუმჯობესებს მეხსიერებასა და გონებრივ შესაძლებლობებს. რაც უფრო მეტს ვუსმენთ მუსიკას, მით უკეთესია რეზულტატი.

7)  მუსიკა ანელებს ტკივილს, ააქტიურებს სენსორულ გზებს, რომლებიც ახშობენ მტივნეულ შეგრძნებებს. მუსიკა გვეხმარება ღელვის დროს, მის შემცირებაში და იმაში, რომ მთლიანად გადავერთოთ პრობლემისაგან.

8)  გამოკვლევები ადასტურებენ, რომ სასიამოვნო მუსიკის მოსმენას შეუძლია გააუმჯობესოს ამ თუ იმ პროდუქტის გემოს ხარისხი 60%-ით.

9)  ფსიქოლოგების თქმით, მუსიკა არა მხოლოდ აუმჯობესებს განწყობას, ასევე გვეხმარება მიზნების მიღწევაში და თვითდაჯერებულობაში.

10)  საყვარელი მუსიკის მოსმენა გვეხმარება უპასუხო სიყვარულის მივიწყებაში და განგვაწყობს ახალი ურთიერთობებისთვის.

               მუსიკის რესურსები ეს რესურსები ძალიან კარგად მუშაობს ონლაინ სწავლების დროს :) 1) ,,მუსიკალური გამოფენა''-- https://sw...